ირაკლი კობახიძე: შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის “ოცნება 2” თუ “სხვა რამე 2”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ როგორმე “ქართული ოცნება” 43-პროცენტიან ზღვარს დაუახლოვოს.

მისივე თქმით, ეს ამოცანა შესრულებადი არ არის.

“მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და “ქართლი ოცნება” დაუახლოვოს 43 პროცენტს, მაგრამ ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც მისი მხრიდან და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გიორგი გახარია “ქართული ოცნების” პროექტია – შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის “ოცნება 2” თუ “სხვა რამე 2″. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები