გიორგი გახარია: 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლნი
“20 ივნისთან, ისევე როგორ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია, კითხვებისთვის გამეცა პასუხი”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლნი.
“20 ივნისთან დაკავშირებით, ისევე როგორ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია, კითხვებისთვის გამეცა პასუხი. ამას თავისი ახსნა და მიზეზები აქვს. არცერთ მაშინდელ ოპოზიციონერს, რომელიც აორგანიზებდა და მოუწოდებდა ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ, უბრალო კითხვაზეც არ გაუციათ პასუხი – რატომ აკეთებდნენ და რითი ხსნიდნენ ამას. იმ დღეს დაშავებული ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლნი ისევე, როგორც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან გადამეტების ნაწილი”, – განაცხადა გახარიამ.