პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ ანგარიში მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირისთვის, რამდენადაც მწვანე შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი კიდევ უფრო აძლიერებს გარემოს დაცვის მიმართულებით საქმიანობას და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაც ასოცირების შეთანხმებაშია გათვალისწინებული და რაც ჩვენ მოგვეთხოვება ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, „ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს გარემოს დაცვის მიმართულებით გასატარებელ რეფორმებს. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ გარემოს და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიუახლოვდეს იმ სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებით არის მისაღები და აუცილებელი”. კომიტეტზე სამი წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები