ირაკლი ზარქუა: გახარია იყო ძლიერი და წარმატებული პრემიერმინისტრი, რადგან მას ზურგს უმაგრებდა “ქართული ოცნება” – დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს ადგილობრივ არჩევნებში
“გიორგი გახარია იყო ძლიერი და წარმატებული პრემიერმინისტრი იმიტომ, რომ მას ზურგს უმაგრებდა “ქართული ოცნება”, ის რამდენად ძლიერია, არ არის ძლიერი, ამის ნახვის შესაძლებლობა გვექნება ადგილობრივ არჩევნებზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პიარკამპანია სიცრუეზე არ იყოს აგებული.
“გახარია იყო ძლიერი და წარმატებული პრემიერმინისტრი იმიტომ, რომ მას ზურგს უმაგრებდა “ქართული ოცნება”, ის რამდენად ძლიერია, არ არის ძლიერი, ამის ნახვის შესაძლებლობა გვექნება ადგილობრივ არჩევნებზე, მე პირადად განწყობა მაქვს ასეთი: ის, ვინც თითო აგურს დადებს, იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან, ჩემთვის არის მისაღები. აქედან გამომდინარე, ის არის ჩვენთვის კონკურენტი, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი უბრალოდ ერთი თქმა შეგვიძლია – ვისურვებდი, რომ სიცრუეზე არ იყოს აგებული ეს პიარკამპანია და, დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს ადგილობრივ არჩევნებში”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.