იაგო ხვიჩია: წყალში რომ ეფექტურად უნდა ჩახტე და ამ დროს ხელებგაშლილი დაენარცხები, ასეთი რაღაც მოუვიდა „ნაცმოძრაობას“

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია პარლამენტში შესვლის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„თუ „ნაცმოძრაობის“ წევრი კომიტეტის თავმჯდომარე ვერ გახდება, დელეგაციებსა და კომისიებში ვერ შევა, რა უდგას წინ ხელის მოწერას? ის, რომ ნათქვამი აქვთ, არ მოვაწერთო? ეგ ბევრჯერ ჰქონდათ ნათქვამი. წყალში ხტომისას რომ ეფექტურად უნდა ჩახტე და ბევრი შხეფი არ ამოვარდეს და ამ დროს ხელებგაშლილი რომ დაენარცხები წყალზე – მგონია, რომ რაღაც ასეთი მოუვიდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – აცხადებს ხვიჩია.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები