ალუდა ღუდუშაური: იმედს ვიტოვებ, გიორგი გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრობის რეჟიმს და არ გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას

“გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი მქონდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მესამე და მეოთხე ადგილს დაიკავებდა, თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ, ვფიქრობ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს შანსები შემცირდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ყოფილი პრემიერის პარტიის დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაური იმედოვნებს, რომ გიორგი გახარია თანმიმდევრობის რეჟიმს დაუბრუნდება.

„გიორგი გახარია იყო პრემიერი, შს მინისტრი და თუ ასეთ რამეს ხედავდა, მაშინ სად იყო? ძალიან ცუდია, როცა ის საუბრობს დღეს მისი პრემიერობიდან გადადგომის მიზეზებზე, ასახელებს აბსოლუტურად სხვა მიზეზებს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რაც გააკეთა გადადგომის დროს, რომელიც აცდენილია ერთმანეთთან. იმედს ვიტოვებ, რომ გახარია დაუბრუნდება თანმიმდევრობის რეჟიმს და არ დაადგება და გააგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, რაც პრეზენტაციაზე მოვისმინეთ. თუ გიორგი გახარიას რაიმე ჰქონდა ივანიშვილთან სათქმელი, ეს არის მხოლოდ მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ივანიშვილის თაოსნობით ქართველმა ხალხმა ქვეყანა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობიდან იხსნა. გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი მქონდა, რომ გახარიას პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მესამე და მეოთხე ადგილს დაიკავებდა, თუმცა პრეზენტაციის შემდეგ, ვფიქრობ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს შანსები კიდევ უფრო შემცირდა და მხოლოდ მეხუთე-მეექვსე ადგილზე თუ გავა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები