არჩილ თალაკვაძე: ვულოცავ ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს პროფესიულ დღეს
პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რომელსაც პოლიციელი იცავს, ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.
პანდემიის პერიოდში პოლიციელები იყვნენ კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ვირუსის შეკავებაში. მადლობა თქვენი სამსახურისთვის!
ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების წინაშე! პოლიციელი გმირია!“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.