კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 200, აჭარაში – 43, იმერეთში – 27
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარაში – 43, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 6, გურიაში – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 060, აჭარაში – 400, იმერეთში – 503. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.