,,ჯორჯიან მანგანეზი” და მისი კონტრაქტორი კომპანია ,,შუქრუთი+” პროტესტის მონაწილეებთან აქტიურ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი

,,ჯორჯიან მანგანეზი” და მისი კონტრაქტორი კომპანია„ შუქრუთი+” პროტესტის მონაწილეებთან აქტიურ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

,,25 მაისს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ პროტესტის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ, შესთავაზეს მოლაპარაკება და საქმეების ინდივიდუალურად განხილვა “შუქრუთი +” მიმართებაში.

26 მაისს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებს, მის კონტრაქტორ კომპანია „შუქრუთი+” და პროტესტის მონაწილეებს შორის, სოფელ შუქრუთში შედგა მოლაპარაკება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შუქრუთი +” მზადაა გაფიცულების მოთხოვნის შესაბამისად მიმართოს სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზარალის შესაფასებლად და დასკვნის მიხედვით მოხდეს შემდგომში ანაზღაურება. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდებოდა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი, ამასთან გაფიცულებმა გაიზიარეს კომპანიის წინადადება მოლაპარაკებებში ჩართულიყო სამოქალაქო სექტორი, კერძოდ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (EMC) და ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ნოდარ ჩაჩანიძე.

27 მაისს, კომპანია “შუქრუთი+”-მა მოლაპარაკებაში ჩართულ ყველა მხარეს დაპირებისამებრ გაუგზავნა შეთანხმების პროექტი და განაცხადა მზაობამის გაფორმებაზე. ამ დოკუმენტის მიხედვით “შუქრუთი+” იღებს ვალდებულებას მიმართოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მესაკუთრის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად ზიანის ანაზღაურების მიზნით.

28 მაისს, ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მონაწილეობით გაფიცულებმა კომპანია ,,შუქრუთი+” მიაწოდეს ახალი დოკუმენტი შეცვლილი პირობებით.

29 მაისს, კომპანიამ შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით მათ უკვე აცნობა საკუთარი პოზიცია. საბოლოო შეთანხმებამდე გრძელდება მოლაპარაკებები,”- ნათქვამია ,,ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები