„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სუსტია, რეალურად მათ აინტერესებთ პროტესტი – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად შესთავაზა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც მათ თავი აარიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყარებს იმ რწმენას, რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სუსტია და რეალურად მათ აინტერესებთ არა ჩაღრმავება ამ საკითხებში, არამედ აინტერესებთ პროტესტი.

დაფინანსება განსაკუთრებით ამძაფრებს ეჭვებს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები