ალეკო ელისაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ახლა ბჭობენ, ძალიან “გაბანძებულები” შემოვიდნენ თუ ნაკლებად “გაბანძებულები”
“გულისფანცქალით ველოდები, თვალებში ჩავხედო, რა ნამუსით შემოდიან, ძალიან მაინტერესებს”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“გულისფანცქალით ველოდები, თვალებში ჩავხედო, რა ნამუსით შემოდიან, ძაან მაინტერესებს. ახლა ისინი ბჭობენ არა იმაზე, შემოვიდნენ თუ არა, არამედ იმაზე, ძალიან გაბანძებულები შემოვიდნენ თუ – ნაკლებად გაბანძებულები. რომ შემოვლენ, მერე ნახავთ, რასაც ვეტყვი. არაფერი მაქვს მათთან სათქმელი, უფრო სწორად, რაც მაქვს, იმას მოისმენთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.