ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი, რაც არის დესტრუქცია და რადიკალიზაცია, მეეჭვება, რაიმე ფორმით შეიცვალოს
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით ან არშემოსვლით ვფიქრობ, მათი დღის წესრიგი არ შეიცვლება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის დღის წესრიგში დესტრუქცია და რადიკალიზაციაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი, რაც არის დესტრუქცია და რადიკალიზაცია, მეეჭვება, რომ რაიმე ფორმით შეიცვალოს, თუმცა, საზოგადოებას ყოველთვის ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა დესტრუქციას, რადიკალიზაციის მქონე პოლიტიკურ პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ და სხვა პარტიებს შორის. მათი შემოსვლით ან არშემოსვლით ვფიქრობ მათი დღის წესრიგი არ შეიცვლება და რა თქმა უნდა ისინი მათი შემოსვლით ვერც სარგებელს ვერ მოუტანენ და არშემოსვლით ისევ იმავე დღის წესრიგს განაგრძობენ, რაც აქვთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.