ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიას ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩევნებში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის შანსებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება.

„ჩვენ შეფასებები გავაკეთეთ, აქტუალური ეს ჩვენთვის არ არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ, გახსოვთ, გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს (გახარიას) ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი, საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია ეს რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, ის შეცვლილია არსებითად. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები