პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება

მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საორგანიზაციო შეხვედრას მართავს.

შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული, სასამართლოს რეფორმაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი შეთანხმების ერთგულია.

„ჩვენ ვრჩებით ერთგული შეთანხმების, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, ვიკრიბებით, რომ დროულად დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად. რა თქმა უნდა, მიშელის დოკუმენტით ნაკისრი მოვალეობები შესრულდება სრულფასოვნად. დღეს არის პირველი საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენ პოზიციებს გავცვლით. ვიმსჯელებთ მიშელის დოკუმენტში სასამართლო რეფორმის საკითხებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ესწრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები