გუმათში გამართულ აქციაზე ორი პოლიციელი შეუძლოდ გახდა

სოფელ გუმათთან, სადაც სამართალდამცველებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა, ორი პოლიციელი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

აქტივისტები რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამდნენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ. ისინი ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მეორე მხარეს გადასვლას, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიციამ არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ მომხდარი დაპირისპირებისას 8 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები