„ენკა“ – დღეს ნაწილობრივ შეიზღუდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რათა ადგილი არ ჰქონოდა ესკალაციას, სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს

„ენკას“ ინფორმაციით, კომპანიამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა.

მათივე ცნობით, სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს.

„კომპანია “ენკას” არ შეუჩერებია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოები. დღეს ნაწილობრივ შეიზღუდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რათა ადგილი არ ჰქონოდა ესკალაციას. სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვების საფუძველზე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები