სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა.

მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს აწვებოდნენ და ხელების აწევით ბარიკადების მიღმა შესვლას ცდილობდნენ, პოლიცია ხალხის მასას მოაწვა და ბარიკადების მეორე მხარეს გადავიდა, იქ, სადაც აქციის მონაწილეები არიან განლაგებული.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ტერიტორიიდან ორი ადამიანი გაიყვანა, თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა მათი დაკავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები