მამუკა მდინარაძე – ,,ნამოხვაჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს: ყველას ვთხოვ, ისარგებლონ დიალოგის შესაძლებლობით

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დიალოგის შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„როდესაც ვამბობთ, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უნდა გაჩერდეს ეს პროექტი და არა მხოლოდ ეს პროექტი, არამედ, მოდი, მთელი ენერგეტიკა გავაჩეროთ და მერე შევთანხმდეთ რაღაცაზე, ეს არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან ცუდის გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ. სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ადამიანები ამით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებენ ან გამოსდით, რომ ასე აკეთებენ. მე მათ მოვუწოდებ და ყველას ვთხოვ, ისარგებლონ ისეთი შემთხვევებით, როგორსაც გუშინ და გუშინწინ ჰქონდა ადგილი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებდა მას შეხვედროდნენ და დეტალებში გარკვეულიყვნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები