ბჟანიამ საქართველოსთან ურთიერთობის კონცეფციაში ცვლილება შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის, “საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირების” თავში ცვლილება შეიტანა.

ე.წ.საგარეო პოლიტიკის კონცეფცია 2020 წლის დეკემბერში იყო მიღებული. მანამდე ის ე.წ.პარლამენტში გაიგზავნა და ამის შესახებ ე.წ.ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერაა დამტკიცებული.

ე.წ. კონფეფცია განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა გარესამყაროსთან, მათ შორის, მეზობლებთან: “რუსეთთან, თურქეთსა და საქართველოსთან”.

ე.წ. კონცეფციაში ჩაიწერა, რომ ე.წ. რესპუბლიკა მზად არის “საქართველოსთან საუბრისთვის ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების საფუძველზე”.

თუმცა, აფხაზი საზოგადოებისს და ე.წ. დეპუტატების აღშფოთებას იწვევდა ე.წ. კონცეფციის 2.3 პუნქტი, რომელშიც საუბარი იყო “აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებისთვის მრავალდონიანი დამატებითი ფორმატის შექმნაზე”, რომლის ფარგლებში “იქმნება შესაძლებელი ქართულ მხარესთან ისეთი საკითხების განხილვა, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია”. აფხაზურ საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევდა ტერმინი “მრავალდონიანი”.

როგორც ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა განუმარტავდა დეპუტატებს,  ჟენევის პროცესის გაუქმებაზე საუბარი არ მიდიოდა.

დოკუმენტის დაკორექტირების შესახებ ბჟანიას აქციებიც მოუწყეს. მარტში დე ფაქტო პრეზიდენტმა მიმართა დეპუტატებს, რომ დაკორექტირებული ტექსტი შეიტანონ ე.წ.საკანონმდებლო ორგანოში.

დღეს ხდება ცნობილი, რომ ბჟანიამ ე.წ.კონცეფციიდან ზემოაღნიშნული პუნქტი მთლიანად ამოიღო.

როგორც ერთ-ერთი განხილვის დროს ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა – დაურ კოვემ თქვა, “რაც შეეხება საგარეოპოლიტიკურ კონცეფციაში ცვლილების შეტანას, დოკუმენტში ყველაფერი შეიძლება, ჩაიწეროს, მაგრამ წაადგება თუ არა ეს ქვეყანას?!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები