ნათია თურნავა: 26 მაისი არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რაც ქართველი თაობების მუხლჩაუხრელმა ბრძოლამ და შრომამ მოიტანა

“26 მაისი არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რაც ქართველი თაობების მუხლჩაუხრელმა ბრძოლამ და შრომამ მოიტანა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მან საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრება უსურვა.

„მინდა, სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ეს დღე არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რაც ქართველი თაობების მუხლჩაუხრელმა ბრძოლამ და შრომამ მოიტანა. მინდა, ყველა ვუსურვო, რომ მომავალი თაობები ცხოვრობდნენ კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულ საქართველოში, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოში, ენერგეტიკულად დამოუკიდებელ და ძლიერ საქართველოში. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველას ვუსურვებ მშვიდობას. ყველას გვეზეიმოს ეს დღე გაერთიანებულ საქართველოში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები