კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 550, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 102, იმერეთში – 84

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარაში – 71, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 102, კახეთში – 46, მცხეთა-მთიანეთში – 28, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 094, აჭარაში – 436, იმერეთში – 523. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 13, იმერეთში – 17. 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 – თბილისში, 284- აჭარაში. 9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები