ვიღაც “გონებაჩლუნგმა კუნთმაგარმა ხიხომ” პაპუნა გულაშვილს, დროშის ტარი ზედ კბილებში ჩაარტყა – გულა ჭინჭარაული “ნამახვანჰესის” აქციაზე

მალხაზ გულა ჭინჭარაული სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ “ნამახვანჰესის” აქციაზე მყოფმა აქტივისტმა, პაპუნა გულაშვილს დროშის ტარი ჩაარტყა.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პაპუნა გულაშვილი მხოლოდ გზიდან გატარებას ითხოვდა.

ჭინჭარაული ვარლამ გოლეთიანს მოუწოდებს, რომ “აზრზე მოიყვანოს”.

“ეს აგრესიული ,, ლოსტები ,, საიდან გამოძვრნენ , რა ,, სასტავი ,, ჩამოიყარა თბილისში ვითომ ნამახვანის დასაცავად ჩემს შვილს მედია ჰოლდინგის დამფუძნებელს და რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის,, გენერალურ დირექტორს , რომელიც მანქანით უხვევდა ,,ჯორჯიან თაიმსის ,, ოფისის შლაგბაუმთან , ვიღაც გონებაჩლუნგმა კუნთმაგარმა ხიხომ პაპუნა გულაშვილს, დროშის ტარი ზედ კბილებში ჩაარტყა , იმის გამო რომ პაპუნამ უთხრა გამატარეო.

ჩვენ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ამ ჩლუნგის იდენტიფიცირებას მოახდენს.

უკვე გამოვიძახეთ პატრული და ველოდებით დამნაშავეების საკადრო დასჯას.

ვარლამ გოლეთიანს მოვუწოდებ ცოტა აზრზე მოიყვანოს ის ველურები, რომლებიც თვითონ ჩამოიყვანა სადღაციდან და დაასია თბილისს”, – წერს მალხაზ გულა ჭინჭარაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები