„ნამოხვანჰესის“ აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან გზის გადაკეტვას აანონსებენ

„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ფილარმონიასთან გზის გადაკეტვას დღეს აპირებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას. ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომელიც გვერდით გვიდგას და იცავს სახელმწიფოს ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები