პაატა იმნაძე: ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს
ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა რეგულაციები.
„ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა, გაუმჯობესდეს. ყოველკვირეულად იკლებს შემთხვევები, ყოველკვირეულ მონაცემებს თუ გადავხედავთ, პიკიდან პირველ კვირაში, სადღაც 1 500 შემთხვევა იყო, შემდეგ კვირაში ნაკლები, შემდეგში სადღაც 1 000 შემთხვევით კიდევ ნაკლები, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან დაახლოებით 1 000 შემთხვევაა დღეში და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია.
ვირუსის იმედზე ნუ ვიქნებით, ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე, მაქსიმალურად დავიცვათ არსებული რეგულაციები, რადგან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა რეგულაციები. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ რეგულაციებს, სამწუხაროდ, დაავადება არ გაქრება, მაგრამ შემთხვევები ნაკლები და ნაკლები იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.