იაგო ხვიჩია: გზების გადაკეტვითა და ქალაქის პარალიზებით ფონს გასვლა და „არა ჰესებს“ კამპანია არასწორი მგონია

“გზების გადაკეტვითა და ქალაქის პარალიზებით ფონს გასვლა და „არა ჰესებს“ კამპანია არასწორი მგონია”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია კითხვებზე პასუხის გაცემისკენ უნდა იყოს ორიენტირებული.

„აქციის პერიოდში ბევრი შეცდომა არის დაშვებული და ბევრი კითხვა არსებობს. ეს აქცია ორიენტირებული უნდა იყოს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ყველაფრის ახსნისკენ მიდრეკილი და უსამართლობის მაჩვენებელი. ამის ნაცვლად, გზების გადაკეტვითა და ქალაქის პარალიზებით ფონს გასვლა და „არა ჰესებს“ კამპანია არასწორი მგონია. იმდენი შეცდომაა დაშვებული, რომ ამ კამპანიას ასე წარმატება არ ექნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები