იაკობ ნიკოლაძე -145 – კურატორის ტური სახლ-მუზეუმში

28 მაისს, 16:00 საათზე, იაკობ ნიკოლაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება სახლ-მუზეუმის მენეჯერის, მოქანდაკის შვილიშვილის – გურამ ნიკოლაძის ტური.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებლის, იაკობ ნიკოლაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
ლექციაზე დასასწრებად,სავალდებულოა რეგისტრაცია: https://forms.gle/96Pg52PWvg3HCbSL7

მისამართი: თბილისი, ოგიუსტ როდენის ქუჩა 6.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები