რა შემთხვევაში მოიხსნება საღამოს “კომენდანტი” – გიორგი ღიბრაძის განმარტება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნა-არმოხსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, შესაძლებელია, ქვეყანა იძულებული გახდეს, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს.

“ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ამ ქვეყანაში ვაწესებთ, არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. შესაბამისად, თუ იქნება იმის საშუალება, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდეს, ცხადია, ეს მოხდება. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სიტუაცია გაუარესდა, შესაძლებელია, იძულებული გახდეს ქვეყანა, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს. ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები