პირველი ივნისიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ

“1-ელი ივნისიდან რესტორნები არა მხოლოდ ღია სივრცეში იმუშავებენ, არამედ მათ საშუალება ექნებათ, დახურულ სივრცეშიც მიიღონ სტუმრები”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება. მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები