ვარლამ გოლეთიანი: 26 მაისის მნიშვნელობის დაკნინებაზე არაა საუბარი, 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისკენაც მიემართება, ზოგადად, ჩვენი პროტესტი

“26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისკენაც მიემართება, ზოგადად, ჩვენი პროტესტი”, – ამის შესახებ ,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მიზანი 26 მაისის მნიშვნელობის დაკნინება არ ყოფილა, როდესაც მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისვლის ნაცვლად მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

„ხალხი ჩვენი გამარგინალებითაა დაინტერესებული და ამბობენ, რომ ვართ მართული ძალა; თითქოს, გაუგებარია მათთვის, რას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, პრემიერთან, სხვა არაერთ ჩინოვნიკთან, რომელიც უშუალოდ კავშირშია „ნამახვანჰესის“ კასკადის დოკუმენტაციასა და ხელის მოწერასთან, რაც იქ არის. ამიტომ, 26 მაისს რა ხდება თავისუფლების მოედანზე, მარტივად რომ დავსვათ კითხვა – 26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება, ზოგადად, ჩვენი პროტესტი. ამიტომ, ჩვენ თუ ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ადამიანი, ლოგიკურად. ის ჩინოვნიკები, ვისთანაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში პრობლემა და ზოგიერთის გადადგომას ვითხოვთ და პასუხისგებაში მიცემას, ვინც კავშირშია და ეს ხალხი უნდა გამოვიდეს იმ ტრიბუნაზე, ანუ რა ხდება, სად უნდა ისმინოს ამ ხალხმა სიტყვა, აქ უნდა ისმინოს, თუ იმ ჩინოვნიკების სიტყვა ისმინოს. ანუ აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არ არის საუბარი – 26 მაისის, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, ვინც იქ გამოდის და ვისაც ჩვენ ვთვლით, რომ არის დამნაშავე“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები