კარლ ჰარცელი: ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტში გვყავდეს “ნაცმოძრაობის” მსგავსი დიდი ოპოზიციური პარტია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ელჩმა ამნისტიის კანონპროექტის შესახებაც ისაუბრა.

“დიდი იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, შეუერთდეს სხვებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტში გვყავდეს “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსი დიდი ოპოზიციური პარტია. ისინი უნდა შეუერთდნენ და ჩაერთონ სამუშაოში, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირებაში. ამნისტიის კანონპროექტი სენსიტიური თემაა, რომელზეც ვმუშაობთ. გვაქვს ორი დოკუმენტი. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მუდმივი მუშაობის შედეგად შეჯერდებიან ერთ მიდგომაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები