საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.
„მხარეებს მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე. ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ“, – განაცხადა ჰარცელმა.
ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები თბილისში მეორე დღეა, აქციას მართავენ.