COVID-19-თან ბრძოლაში თამაშის წესები შეიძლება, შეიცვალოს – სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა ვირუსის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს

სამხრეთ კორეული კომპანია Hyundai Bioscience-ს მკვლევრების ჯგუფმა, CNPharm-თან ერთად, მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწია კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალო პრეპარატის შექმნის საკითხში.

ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.

Hyundai Bioscience- ში აღნიშნეს, რომ ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარდა კვლევა, სახელწოდებით – CP-COV03, ნიკლოზამიდის საფუძველზე მომზადებული პრეპარატით, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ძალიან მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

აღინიშნება, რომ პირველი დოზის მიღების შემდეგ აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია ცხოველების სისხლში 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 50% -ით აღემატებოდა ზღვარს, რომელიც ვირუსის ჩასახშობად იყო საჭირო.

როგორც მეცნიერები ამბობენ, პრეპარატის შექმნისას მთავარი სირთულე ის იყო, რომ ნიკლოსამიდის ათვისება ორგანიზმს უჭირს და სისხლიდან მისი გამოყვანა სწრაფად ხდება, თუმცა, სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა მოახერხეს ამ პრობლემების მოგვარება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ CP-COV03-ის წარმატებამ შეიძლება, “COVID-19-ის წინააღმდეგ თამაშის წესები მთლიანად შეცვალოს”.

Hyundai Bioscience-ში მზად არიან, დაიწყონ ახალი პრეპარატის კლინიკური ცდები, ასევე, დაიწყონ ლიცენზირების პროცესი და მსხვილ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები