საგარეო უწყება: ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით, მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსში ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაშვებას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ,,ტვიტერზე” წერს.

„ჩვენ მივესალმებით „რაინეარის“ რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე – ვილნიუსში და მოხარულნი ვართ ბორტზე მყოფ ხალხთან დაკავშირებით. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის თავისუფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„რაინეარის“ თვითმფრინავი ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები