ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას გუნდზე: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენი ამოცანაა, არჩევნების დამაჯერებლად მოგება

“ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს და ა.შ.”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, მიიჩნევს, თუ არა ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას არჩევნებში რეალურ კონკურენტად.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნების დამაჯერებლად მოგებაა.

„ეს ყველაფერი ბუნებრივია, ცხადად გვიჩვენებს იმას, თუ რომელი მიმართულებით იქნება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის საინტერესოა ჩვენი დღის წესრიგი, ის, რომ ამ არჩევნებზე მივიღოთ სათანადო შედეგი და შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გააქტიურდეს, ეს არის მათი უფლებაა. ჩვენი ამოცანა არის ამ არჩევნების დამაჯერებლად მოგება და ამისთვის ვართ მათ შორის დღეს შეკრებილები“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები