ნიკა მელია: თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.

პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

“ყველა ჩვენს მეგობარს, ყველა ჩვენს თანაპარტიელს, ყველა ჩვენს პარტნიორ პარტიის თავმჯდომარეს, კოლეგებს ა.შ., როდესაც შევხვდები, ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას.

ახლაც მიმაჩნია, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მეგობრებთან ერთად და ის, რომ დღეს ვარ თელავში, ეს არის ნაწილი ამ ჩემს მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის.

შეუძლებელი იყო, დაუშვებელი იყო და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება, თუნდაც მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პარტიაში.

მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საფრთხეა, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება, ამასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი”,- განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები