იაგო ხვიჩია: საარჩევნო რეფორმას ჩვენი პრინციპული თანხმობა აქვს

“საარჩევნო რეფორმას ჩვენი პრინციპული თანხმობა აქვს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პლენარულ მოსმენებზე საბოლოო ვერსიაზე შეჯერდებიან.

„საარჩევნო რეფორმას ჩვენი პრინციპული თანხმობა აქვს. არის მუხლები, რომლებსაც არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია და შევთანხმდით, რომ საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე გავიაროთ და იქ შევჯერდეთ საბოლოო ვერსიაზე, თუმცა, მას პრინციპულად ჩვენი თანხმობა აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები