პაატა იმნაძე: საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

„საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქად განვითარდა.

„საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოგეხსენებათ, პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თან ზოგიერთი მეორე, მესამე, მეოთხე დღეს დაინფიცირდა და ისინი აცრის დროს უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ადამიანებში დაავადება ძალიან ადვილად წავიდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია. „გაიდლაინის“ მიხედვით, ვირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება პირველი დოზა. ამასთან, თუ აცრის შემდეგ დაინფიცირდა ადამიანი, ასევე, 120 დღის შემდეგ ეკუთვნის მეორე დოზა. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ერთი დოზა იყოს საკმარისი, მაგრამ ჯერ არაა ისეთი მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გაიდლაინებში“ შევიდეს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები