კახა კუჭავა: გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს
“გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ჩვენი განცხადება, რომ მზად ვიქნებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს არა მხოლოდ კანონმდებლობის რეფორმირებას, არამედ – საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას.
„გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ჩვენი განცხადება, რომ მზად ვიქნებით 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის, უფრო მეტ შრომას, უფრო მეტ რეფორმას საჭიროებს. ეს ნიშნავს არა მხოლოდ კანონმდებლობის რეფორმირებას, არამედ – საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას, რომ ქვეყანას არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული დღის წესრიგი ექნება და შესაძლებლობას – 2024 წელს თქვას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევასრულეთ ასოცირების დღის წესრიგი, არამედ შესაბამისობაში ვართ იმ რეფორმებთან, რომლებსაც ზოგადად ევროპული დღის წესრიგი მოიცავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.