გია ვოლსკი: საგამოძიებო კომისია თუ დაადგენს გადახრებს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე

“საგამოძიებო კომისია თუ დაადგენს გადახრებს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზღაპარი არავის აღარ სჯერა, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო.

„დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართულ ოცნებას“ კი არ სჭირდება, არამედ საზოგადოებას სჭირდება კომპეტენტური კომისიის დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. კომისია თუ დაადგენს გადახრებს, არათუ თამარ ჟვანიამ, ირაკლი კობახიძემაც განაცხადა გადადგომის თაობაზე. როცა ოპოზიცია თამარ ჟვანიაზე საუბრობს, კიდევ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, კომისიაში მუშაობა უნდათ თუ არა. ზღაპარი არავის აღარ სჯერა, რომ ბიულეტენები შეიძლება მოიპარო, ოქმები გადააკეთო და ოპოზიციის 12 ათასი წარმომადგენელი მოისყიდო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები