აშშ-ის საელჩო: არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება
“არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩო კურსდამთავრებულებს საქართველოს სანაპირო დაცვაში წარმატებით მსახურებას უსურვებს.
“არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება.
კურსდამთავრებულებს საქართველოს სანაპირო დაცვაში წარმატებით მსახურებას ვუსურვებთ. ისინი გაზრდიან საქართველოს სანაპირო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონეს, მის თავდაცვისუნარიანობასა და სიმტკიცეს. ასევე, წვლილს შეიტანენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და წარმატებაში. გილოცავთ!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.