პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს დიპკორპუსსა და არასამთავრობოებს მუშაობის შედეგებს გააცნობს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლები, ევროკავშირისა და აშშ-ის, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, სავარაუდოდ, დღეს შეხვდებიან.
შეხვედრა გაიმართება რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც 2020 წლის ოქტომბერში სადამკვირვებლო საქმიანობას ეწეოდნენ.
ამავე დროს, დეპუტატები ცესკო-დან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურიდან მასალებს კვლავ ელოდებიან. საუბარია იმ უბნებზე, სადაც, ძირითადად, დისბალანსი და დარღვევები დაფიქსირდა.