კახა კუჭავა: ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას, ეს მიღწეული იქნება MAP-ით თუ MAP-ის გარეშე
“ჩვენ ვითხოვთ ნატო-ს წევრობას, ეს მიღწეული იქნება MAP-ით თუ MAP-ის გარეშე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ში კარგად ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა.
„მეტი ნატო საქართველოში, ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ. მათ მადლობა გადაგვიხადეს თანამშრომლობისთვის, იქნება ეს ავღანეთი თუ სხვა ფორმატები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკა, რომელიც იქნება შემდეგი სამიტის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა და ის სიახლეები, რომელსაც საქართველო ამ სამიტზე ელოდება.
ჩვენ ვითხოვთ წევრობას, ეს მიღწეული იქნება MAP-ით, MAP-ის გარეშე, რაც ასევე, შესაძლებელია, თუ სხვა გზებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.