იუსტიციის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის,  – ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძესა და თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის შეხვედრაზე მხარეების მხრიდან გაჟღერდა.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ფატმა ჯერენ იაზგანს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობისათვის იუსტიციის სფეროში.

“იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის უფრო ფართო პოტენციალი არსებობს, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის შემუშავების შესახებ.

როგორც შეხვედრის შემდეგ თურქეთის ელჩმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შერბილებისა და ორმხრივი ვიზიტების აღდგენის შემდეგ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება როგორც საექსპერტო, ისე – პოლიტიკურ დონეზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები