“სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის სტატიას განვიხილავ, როგორც კარგ შეჯამებას იმისა, თუ რა ეტაპზეა მოვლენები ახლა და რას ელოდება ევროპა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„ეს არის სტატია, რომელიც აჩვენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო პერსპექტივას, ცოტა ისტორიას და არის ცოტა წინმჭვრეტელი. ის არსებითად ეხება საქართველოსა და ევროკავშირს, მათ ურთიერთობებს, თუ რას ნიშნავს 19 აპრილის შეთანხმება და რა არის ახლა სამომავლო მოლოდინები.
მე განვიხილავ ამ სტატიას, როგორც კარგ შეჯამებას იმისა, თუ რა ეტაპზეა მოვლენები ახლა და რას ელოდება ევროპა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
,,საქართველოს მომავალი ევროპულია” – ამ სათაურით „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას აქვეყნებს.