თენგიზ ცერცვაძე: ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა

“ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკმა გადაიარა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ სეზონურ ვირუსებზეც ისაუბრა.

„ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა. თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს.

წინა სეზონზე, შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირი სეზონური გრიპის ვირუსი პრაქტიკულად საქართველოში არ იყო. ეტყობა, იმ პრევენციულმა ზომებმა, რომელსაც კოვიდისთვის ვიღებდით, მათ შორის, პირბადემ, შეზღუდვებმა, გრიპის ვირუსის პრევენცია მოახდინა. გრიპის ვირუსი, პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა არც საქართველოში, არც ევროპაში. ახლა ისეთი პერიოდი მოდის, როდესაც სეზონური ვირუსის ცირკულირება, მხედველობაში მაქვს რესპირაციული ვირუსები, ისედაც ძალიან დაბალია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები