იაგო ხვიჩია: “ევროპულმა საქართველომ“ პარტიის დაშლის კლასი აჩვენა

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის დაშლის კლასი აჩვენა.

„ევროპულმა საქართველომ“ აჩვენა პარტიის დაშლაში კლასი. ამხელა პარტია ისე დაიშალა, რომ, ფაქტობრივად, ერთმანეთიც არ გაულანძღავთ და არ ყოფილა ზედმეტი სიტყვები. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა ვისწავლოთ, ბოლო პერიოდში ცოტა აურიეს, თორე მანამდე კარგად მიდიოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტია “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. ტარიელ ნაკაიძე კი „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და საკანონმდებლო ორგანოში შედის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები