ანა ნაცვლიშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან ყალბი მოტივებით შეიქმნა
“დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყალბ მოტივებს ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს.
„დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა. არ ვაპირებთ, ამ ყალბ მოტივებს ლეგიტიმაცია მივცეთ. როცა ერთი მხრივ ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჟვანიასთვის ბოდიშია მოსახდელი და ახლა კომისიას ამუშავებენ, ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ეს კომისია ყალბი მოტივებით არის შექმნილი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.