დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაიძაბა

დმანისში, სადაც მთელი დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ცოტა ხნის წინ კვლავ ფიზიკური დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, დმანისის ერთი შესასვლელიდან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ქალაქის ცენტრისკენ შესვლას ცდილობდა, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ.

არსებული ინფორმაციითვე, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები