„ვიმედოვნებ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში შესულს, ეს უდიდესი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მონაწილეობას იღებს მრავალ დისკუსიაში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლა შეთანხმებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„ვიმედოვნებ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე ვიხილავ პარლამენტში შესულს, ეს უდიდესი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც მონაწილეობას იღებს მრავალ დისკუსიაში, თავიდან ფასილიტაციაში, მოგვიანებით კი – მედიაციის პროცესში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეთანხმება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.