იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა აქამდეც იყო დადასტურებული იმის მიუხედავად, ჩავიდოდა თუ არა იქ დელეგაცია

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პროცედურული საკითხების გავლა მიმდინარეობს, როგორიცაა პარტიის ლიდერთან ჩასვლა, საკითხის გარკვევა, მერე ჩამოსვლა და მისი თანხმობით პარლამენტში შემობრძანება”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და პარტიის დანარჩენი წევრების უკრაინაში გამგზავრებას.

ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა აქამდეც იყო დადასტურებული იმის მიუხედავად, ჩავიდოდა თუ არა იქ დელეგაცია.

„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პროცედურული საკითხების გავლა მიმდინარეობს, როგორიც არის პარტიის ლიდერთან ჩასვლა, საკითხის გარკვევა, მერე ჩამოსვლა და პარტიის ლიდერის თანხმობით პარლამენტში შემობრძანება, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით. სააკაშვილის ლიდერობა აქამდეც იყო დადასტურებული იმის მიუხედავად, ჩავიდოდა თუ არა იქ დელეგაცია”, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები